ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძველ იპოდრომთან ამერიკული სტილის ცათამბჯენი აშენდება

2019 წელს თბილისს, ძველ იპოდრომთან ამერიკული სტილის ცათამბჯენი ექნება. პროექტის განმახორციელებელი, ამერიკული კაპიტალით დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Iconia Capital-ია. კომპანიის დამფუძნებელი სეთ ედვარდ ჩარი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, რომ იპოდრომის ცათამბჯენი Iconia Capital-ის პირველი სამშენებლო პროექტია საქართველოში.

ეს პროექტი არის მთავარი ორიენტირი იპოდრომის პარკთან არსებულ მშენებლობებში. ნიუ იორკის სტილის შავი ქვის ქვით, შავი ალუმინით მოპირკეთებული ფასადით, რაც ძალიან მომხიბვლელს ხდის შენობას, როგორც ახლოდან ასევე შორი ხედიდან. ჩვენს პროექტში შედის: სპა, საცურაო აუზი, საუნა, სპორტული დარბაზი და სავაჭრო ობიექტები , დამატებით ოთხ სართულიანი ბიზნეს ცენტრი. პროექტის დანარჩენი ფართები განკუთვნილი იქნება ოჯახებისათვის და არა მარტო. რა თქმა უნდა, პროექტს 24/7მოემსახურება დასუფთავების სერვისი და დაცვა ისევე როგორც კერძო პარკისა და ბაღის დაცვა“-აცხადებს ჩარი.

მისივე განმარტებით, ცათამბჯენი 21 სართულიანი იქნება და მასში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ჩარის განცხადებით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო. „Iconia Capital-ის გუნდი მზად არის, ააშენოს ამერიკული სტილის პროექტი თბილისში, განახლებადი გაზისა და წყლის სისტემებისაგან, რომელიც შექმნილია ნიუ-იორკის სტილში“-აცხადებს ჩარი.

Iconia Capital LLC ( ცნობილი როგორც Iconia Real Estate Development) ამერიკული კაპიტალით დაფუძნებული დეველოპერული კომპანიაა. კომპანიის დამფუძნებელი ამერიკელი ბიზნესმენიa.

ავტორი: სოფო ქსოვრელი

 

იტვირთბა....