ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში მე-11 კლასის მოსწავლე მათემატიკის მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს შს სამინისტრო იძიებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ სკოლის მანდატურს მათემატიკის მასწავლებლის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართა, რაზეც მოგვიანებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

პედაგოგები და სკოლის დირექტორი ამ ფაქტს გამორიცხავენ და ამბავს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტს უკავშირებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ რას.

სკოლის დირექტორის თქმით, მოსწავლემ სკოლის ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა, რომლის თანახმადაც მოსწავლე ჩიოდა, რომ მათემატიკის მასწავლებელი მას საფასურის სანაცვლოდ ამეცადინებდა. დირექტორის თქმით, მოსწავლეს სექსუალურ შევიწროებაზე ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს.

განათლების სამინისტრო მასწავლებლის მიერ მოსწავლის გაკვეთილებში მომზადების საქმეს სწავლობს, რადგან ეს კანონდარღვევაა, სექსუალურ შევიწროებას კი შს სამინისტრო იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს

არსებული ინფორმაციით, მათემატიკის მასწავლებელი 70 წლამდე ასაკის კაცია, ხოლო მოსწავლე სკოლაში ახალი გადასულია.

დღეს არცერთი მათგანი სკოლაში არ მისულა.

წყარო: imedinews.ge

იტვირთბა....