ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლოზე დასწრება არ მსურს”

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება. სასამართლოზე საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა აბესაძის გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს, სადაც ის აცხადებს, რომ მას პროცესზე დასწრება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არ სურს.

აბესაძის განცხადებას თან ექიმის დასკვნა არ ერთვის, სადაც განმარტებული იქნება, რომ მისი ჯამრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის სასურველი   სასამართლოზე დასწრება. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ აბესაძე თანახმაა სასამართლო განხილვა ჩატარდეს მისი მონაწილეობის გარეშე და სრულად ენდობა მისი ინტერესების დამცველებს.

თავად აბესაძის ადვოკატები ირმა ჭკადუა და ლილი გელაშვილი კი სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათთვის უცნობი იყო აბესაძის ეს გადაწყვეტილება.

მათთვის უცნობია აბესაძემ პორცესზე დასწრება რატომ გადაიფიქრა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აბესაძის ეს განცხადება არაადეკვატურია, ვინაიდან მან წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სურს მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვებში.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეში ჩაერთო ახალი ადვოკატი, რომელმაც აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობით სასამართლომ უნდა გამოარკვიოს არის თუ არა ბრალდებული თანახმა მისი ინტერესები აღნიშნულმა ადვოკატმა დაიცვას.

შეგახსსენებთ, რომ სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.

იტვირთბა....