სოციალურ ქსელში მანჰეტენზე მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტო ვრცელდება. როგორც ცნობილი ხდება, ის უზბეკეთში დაბადებული, საიფულო საიპოვია.
აშშ-ში, ნიუ იორკში, მანჰეტენზე ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 8 და დაშავებულია 11 ადამიანი.
შეგახსენებთ, მანჰეტენზე უცნობი პირი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეხაჯა და სროლა დაიწყო. პოლიციელმა ეჭვმიტანილი მუცლის არეში დაჭრა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. წერილში, რომელიც პოლიციამ მანქანაში იპოვა წერია, რომ დანაშაული ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის სახელით ჩაიდინა.