ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში საქართველოს რვა მოქალაქე მოხუცების ძარცვისთვის დააკავეს. დაკავებულთა შორის სამი ქალია.
ამდროინდელი ინფორმაციით, დაკავებულები ხანდაზმულებს ეუბნებოდნენ, რომ საგადასახადოდან იყვნენ, რის შემდეგაც, სახლებში შედიოდნენ და ძარცვავდნენ. ბერძნული მედიის ცნობით, ამ მეთოდით, ბრალდებულებმა არაერთი სახლი გაძარცვეს.