ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ზღვარი 21 წელი იქნება

საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე იზრდება.

შესაბამისი ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტის ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის. კანონპროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით და ინიცირებული ვარიანტი პარლამენტში 20 ოქტომბერს შევიდა.

„ინტერნეტით მომგებიანი თამაშობის გამართვის შემთხვევაში, ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ინფორმაცია 21 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ, ნებართვის ნომერი და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ.ა“-„ვ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“ – აღნიშნულია კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტში.

იტვირთბა....