ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი: ჩვენს საარჩევნო სისტემაში პრობლემაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო გარემოსა და არჩევნების შედეგს კიდევ ერთხელ აფასებს.

“დაახლოებით 10 დღის უკან „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა არჩევნებში, მოიგო ეს არჩევნები, რომელიც ჩატარდა ნორმალურად, სერიოზული დარღვევების გარეშე. ოპოზიციას ჰქონდა საშუალება, რომ ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია. შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ამ გარემოში, როცა არის კონკურენცია და ერთი პარტია ყოველთვის იმარჯვებს უმრავლესობით, ეს არის თუ არა კარგი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის დემოკრატიის მიზანი. დემოკრატია ნიშნავს კონკურენციას. ევროპული დემოკრატია ნიშნავს, როცა სახელმწიფოში სულ მცირე სამი ან ოთხი ძლიერი პარტიაა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ჩვენს საარჩევნო სისტემაში პრობლემაა. ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ცდილობს უფრო მაღალი დემოკრატიული სტანდარტები დააწესოს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....