პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მოსმენა იგეგმება.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მოსმენა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება.
მისივე თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით სამინისტროსგან დასტური უკვე მიიღო.
”ეს არის პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ნაწილი. ჩვენ ახლა ვათანხმებთ დროს და თარიღს, ასევე საკითხთა ნუსხას მოსმენის დღის წესრიგთან დაკავშირებით. მინისტრის მხრიდან ველოდებით ანგარიშს, ამავე დროს ახალ კონცეფციას და მოსმენას რეფორმაზე, რომელზეც სამინისტრომ იმუშავა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები. მინისტრის მოსმენა კომიტეტში შედგება. დასტური გვაქვს. ახლა ვათანხმებთ თარიღს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.