მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამლ “ერისიონს” რუსეთმა ქვეყანაში შესასვლელად ვიზა არ მისცა.
“მეტრონომმა” აღნიშნული ინფორმაცია ანსამბლის დამფუძნებელ ჯემალ ჭკუასელთან გადაამოწმა.
როგორც “მეტრონომს” ჭკუასელმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და ანსამბლი რუსეთში გამგზავრებას არც კი გეგმავდა.
info 9-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ანსამბლმა შესაბამისი ცნობა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე განათავსა.