ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრ იუსტი ნინისტოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ფინურ მხარეს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის.

ასევე, იმისთვისაც, რომ ფინეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს.

პრემიერ- მინისტრმა საუბრისას აღნიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინელი დამკვირვებლების ჩართულობაც.

იუსტი ნინიტომ და გიორგი კვირიკშვილმა, ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

იტვირთბა....