ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარასინი: რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება თავიდან ბოლომდე რუსეთზეა დამოკიდებული.

ინფორმაციას “პირველი” ავრცელებს.

კარასანის თქმით, რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, თუმცა ამ საკითხს დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონა უშლის ხელს.

„სხვა საქმეა, რომ ამისკენ სვლა ჯერჯერობით რთულია. ამას ხელს დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ინიციატივით გაწყდა. აღნიშნული საკითხის მიღებისას ისეთი საფრთხეები უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორიც არის ტერორისტული საფრთხე და არალეგალური მიგრაცია“, – აღნიშნავს კარასინი გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

თავის მხრივ, ქართული მხარე აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნებაზეა დამოკიდებული.

“განმარტებით, როდესაც რუსეთმა ერთი წლის წინ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე გააკეთა განცხადებები, ამას კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვა და 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღება გამარტვიდა. 2016 წლამდე რუსეთიდან საქართველოს მოქალაქის მიწვევა თუ შეეძლო მხოლოდ მის ახლო ნათესავს – და-ძმას ან მშობელს, 2016 წლიდან ვიზის გამოგზავნა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. რა ნაბიჯები მოჰყვება კარასინის ამ განცხადებას და რუსეთი რეალურად გააუქმებს თუ არა, სავიზო რეჟიმს, ეს თავიდან ბოლომდე რუსულ მხარეზეა დამოკიდებული. ჩვენ ჩვენის მხრივ რისი გაკეთებაც შეგვეძლო, უკვე გაკეთდა 2011 წელს, როცა საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამით ხელი შეეწყო ტურიზმის განვითარებასაც“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემების მიხედვით, რუსეთში 800 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.

იტვირთბა....