ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქია აფხაზეთში: დატბორილი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

სტიქია მძვინვარებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გადაუღებელმა წვიმებმა და ქარმა პრობლემები შექმნა გულრიფშის რაიონში.

გადაუღებელი წვიმის შემდეგ, მდინარე კოდორი ადიდდა და სოფლები დაიტბორა. წყალი სახლებში შევიდა და მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივები ავრცელებენ.

ადგილზე დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების უწყების მაშველები არიან მობილიზებული.

იტვირთბა....