ახალი ამბები მთავარი სამართალი

წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა

გონიოში, ზღვაში, ერთი წლის წინ, წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა.

ორი უცნობი პირი გარდაცვლილი მყვინთავის ოჯახს დაუკავშირდა და უთხრეს, რომ მათი დაკარგული  შვილები იყვნენ,  რომლებიც გადარჩნენ. შესაბამისად ისინი სამხედროს მამისგან ფულს ითხოვდნენ.   კერძოდ, წერილებში ბოროტმოქმედები ოჯახებს არწმუნებდნენ, რომ  გადარჩენის შემდეგ ისინი თურქეთში იმყოფებოდნენ და თანხა ესაჭიროებოდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები ოჯახებისგან 39 ათასი დოლარის მიღებას გეგმავდნენ.

სამართალდამცავებმა ეს თაღლითური ფაქტი  რამდენიმე თვის წინ გახსნეს. საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტრომ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავეს. საქმეზე სასამართლოში ამ ეტაპზე არსებითი განხილვები მიმდინარეობს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

 

წყარო: “ინტერპრესნიუსი”.

 

 

იტვირთბა....