ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნებისმიერ მომენტში შეიძლება დამაპატიმრონ”: სააკაშვილი “აზროვნების გადატრიალებას” გეგმავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ უკრაინულ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მეგობრობა აკავშირებთ და ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მისი შესაძლო ექსტრადაციასთან დაკავშირებით.

“ნებისმიერ მომენტში შეიძლება დამაპატიმრონ” – აცხადებს სააკაშვილი და ხაზს უსვამს უკრაინელი ხალხის მონდომებას ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. მისი თქმით, ის უკრაინელ ხალხთან ერთად ამზადებს “აზროვნების გადატრიალებას”.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებია, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან საუბრები არ წყდება სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადაციასთან დაკავშირებით. პოლიტოლოგები და ექსპერტები კი ამბობენ, რომ თუკი პოროშენკო ამ ნაბიჯზე წავა ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდება.

იტვირთბა....