ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის ძალაში და ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება

ხვალიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შედის და ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის და შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბუკლეტები დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში მძღოლებს დაურიგეს.

მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. ასევე, ამოქმედდება ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება. შსს-ში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.

შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევებზე მყისიერი რეაგირება და ავტოსაგზაო შემთხვევის პრევენცია”,-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

 

იტვირთბა....