ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სალვუს დეველოპმენტის” დირექტორის სახლში ჩხრეკვა დასრულებულია

„სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელის გიორგი სოზაშვილის სახლში ჩხრეკა დასრულებულია. სამართალდამცავები მის სახლში, ისევე როგორც ოფისში იარაღს ეძებდნენ.

ადვოკატის განცხადებით, სამართალდამცავებმა ჩხრეკისას ვერაფერი იპოვეს. გიორგი სოზაშვილი კი განყოფილებაში მოწმის სტატუსით არის გადაყვანილი.

გიორგი სოზაშვილის მეუღლის ინფორმაციით, მას არც იარაღი და არც მისი ტარების უფლება აქვს.

კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ ოფისში სამართალდამცავები დღის მეორე ნახევრში შევიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი კლიენტი, პროკურორ ბექა ბეჟაშვილის ძმა “სალვუს დეველოპმენტის” ოფისში მივიდა რათა გაერკვია, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერების მიზეზი. საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთი მოქალაქის მტკიცებით მას “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებელი იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

იტვირთბა....