ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინიდან გაძევებულ 10 უცხოელს შორის 1 საქართველოს მოქალაქეა

უკრაინის მიგრაციულმა სამსახურმა ქვეყნიდან 10 უცხოელი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე გააძევა. ამ ინფორმაციას უწყების პრესსსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შსს-ს 4 ოქტომბრის განკარგულებით, კიევის ოლქში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობდა, რომლის მეშვეობით 10 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს.

უკრაინის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქემ მანამდე გამოტანილი გადაწყვეტილება მისი სამშობლოში იძულებით დაბრუნების შესახებ არ შეასრულა, რის გამოც სასამართლოს დადგენილებით, მას უკრაინის ტერიტორია დაუყოვნებლივ დაატოვებინეს.

საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავით განხორციელდა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ხუთ არალეგალ მიგრანტს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....