ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კალაძეს მოვუწოდებ, რომ ველოსიპედის ძეგლი აიღოს”

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ერთ-ერთ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, თბილისის ახლად არჩეულ მერს კახი კალაძეს ურჩევს, რომ რიყიდან მუსიკის და დრამის თეატრი  აიღოს, ასევე  ვარდების რევოლუციის მოედნიდან ველოსიპედის ძეგლი გაიტანოს.

ისტორიკოსი კალაძეს სთხოვს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლს უკეთესი ადგილი მოუძებნოს. მისი აზრით, ქალაქს წინა ხელისუფლების დროს წართმეული ღირსება უნდა დაუბრუნდეს.

,,კახი კალაძეს ვთხოვ, “ნაციონალების” მიერ წართმეული პატივი და ღირსება დაუბრუნოს ქალაქს. სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებსა და საავადმყოფოებს მეტი ყურადღება მიაქციოს. შეიძლება შუშის ხიდი ვიზუალურად ლამაზია, მაგრამ, ძველ თბილისში იმ ტერიტორიაზე მისი ადგილი არ არის.

სავარაუდოდ, დიდი თანხა დაიხარჯა ე.წ. ტრუბების გაკეთებაში, მაგრამ ვფიქრობ თბილისის შუაგულიდან ისინი აუცილებლად უნდა იქნას აღებული. დიახ, გაბედეთ, გარისკეთ და შესაბამისი დადგენილების საფუძველზე მოაშორეთ ეს მილები თბილისს… გაიტანეთ რესპუბლიკის მოედნიდან სააკაშვილის ხელისუფლების სიმბოლო ველოსიპედი.

კარგი იქნება თუ დიდი მოქანდაკის მერაბ ბერძენიშვილის უკანასკნელ თხოვნასაც გაითვალისწინებთ და დავით აღმაშენებლის ძეგლს უკეთეს ადგილს მოუძებნით, რაც მთავარია, თქვენ მიერ გაკეთებული საქმეები ხალხამდის მიიტანეთ, რომ ადამიანებმა კარგისა და ცუდის გარჩევა უკეთ შეძლონ,“-აცხადებს ოთხმეზური

იტვირთბა....