ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევა: ბრალი ტრამპის მენეჯერს წაუყენეს

აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში ბრალი პოლ მანაფორტს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერს და მის ყოფილ ბიზნეს პარტნიორს რიკ გეიტსის წაუყენეს, -ინფორმაციას CNN და New York Times ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ორივე მხარე ბრალდებებს უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ პოლ მანაფორტი დონალდ ტრამპის წინასაარჩვენო კამპანიას 2016 წლის მარტიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა.

აშშ რუსეთს წინასაარჩევნო ჩარევაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....