ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომღერალი დათო არჩვაძე ავარიაში მოჰყვა

მომღერალი დათო არჩვაძე ავარიაში მოჰყვა, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მამა პეტრე კოლხი ავრცელებს:

“ცხოვრება ხშირად არასასიამოვნო წუთებს გვიმზადებს, მაგრამ სადაც უამრავს სჭირდები, შეუძლებელია მწუხარება სიხარულად არ გექცეს…
მადლობა ღმერთს, დათო სასწაულად გადარჩა და ამერიკაშიც წავა, ემიგრანტების გულის გასახარად…
ნანუკას შოუში მოგებული მანქანა აღარ ჰყავს, მაგრამ მთავარია, დათო გვყავს…”- წერს მამა პეტრე და ფოტოს ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ გვიან ღამით თბილისში მოხდა. მომღერალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

იტვირთბა....