ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ოფიციალური მონაცემებით, 1აშშ დოლარი 2.5873 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5612 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0106 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9766 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.