ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროპაში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-ამდე გაიზარდა

ევროპის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ქვეყნებში ძლიერი შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ france24 იუწყება.

შტორმი სახელწოდებით “ჰერვარტი” გერმანიას, პოლონეთსა და ჩეხეთს დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. წაქცეული ხეების გამო, შეზღუდული იყო საავტომობილო მიმოსვლა.

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობაც გამოიწვია. უამინდობის გამო, გადაიდო ავიარეისები, ნაწილობრივ მუშაობა შეაჩერა რკინიგზამაც. ბერლინში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ჩეხეთსა და პოლონეთში ათასობით ოჯახი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

იტვირთბა....