“ლარის გაუფასურება დააბრალონ საკუთარ თავს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა”,-ამის შესახებ ენმ-ის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“როცა ბიუჯეტი დაუბალანსებელია, მთავრობა ასეულ მილიონობით ლარით აკრედიტებს კომერციულ ბანკებს ხაზინის ნაშთებზე არსებული ფულით, როცა ყოველწლიურად არის ჩამორჩენა ბიუჯეტის ხარჯვის გეგმიდან და ამ ჩამორჩენის გადაფარვა წლის ბოლო სამ თვეში ხდება, ეს მთავრობის ბრალია.
როცა ეროვნული ბანკი უპრეცედენტო მოცულობით ზრდის რეფინანსირების სესხებს, როცა ხმას არ იღებს მთავრობის არასწორ ეკონომიკურ და საბიუჯეტო პოლიტიკაზე, ეს არის ეროვნული ბანკის ბრალი.
როცა ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება მოლოდინების ბრალია, ტურისტების ნაკლებობის ბრალია, თურქული ვალუტის გაუფასურების ბრალია, დოლარის გლობალური გამყარების ბრალია, კუდიანების ბრალია-ეს არის სისულელე და ფისკალური და მონეტარული ხელისუფლების შეცდომების შეგნებული თუ შეუგნებელი გამართლება.
მოკლედ, ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკამ უკვე მერამდენედ დასცა ლარი.”-წერს გოცირიძე.
იხილეთ:
“საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის მოკლევადიან გაუფასურებაზე კომენტარს არ აკეთებს”