საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მე-2 ტურში საფრანგეთის ნაკრებს მოუგო და ლიდერთა შორისაა.
ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ თავიანთი პარტიები მოიგეს, ხოლო, ლელა ჯავახიშვილმა მეტოქესთან მატჩი ყაიმით დაასრულა.
საქართველო ს ნაკრებმა 4 ქულა მოაგროვა და ისრაელთან, ესპანეთთან, პოლონეთთან, უკრაინასთან, თურქეთთან, უნგრეთთან და რუსეთთან ერთად პირველ-მერვე ადგილებს იყოფს. მე-3 ტურში ქართველი მოჭადრაკეები უნგრეთს დაუპირისპირდებიან.
წყარო: imedinews.ge