“მინდა საზოგადოებას სწორი პოზიცია ჰქონდეს პოლიციის მიერ განხორციელებულ ამ დღეებში აქტუალურ მოქმედებებთან დაკავშირებით და ამიტომ ჩემს აზრს მოგახსენებთ”, – ნუცუბიძეზე რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას ენმ-ის წევრი, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ნუცუბიძის პლატოს შემთხვევაზე თვითმხილველთა მონათხრობიდან ჩანს, რომ პატრულის თანამშრომლები იქცეოდნენ ადექვატურად, გარდაცვლილის დაკავებას არ ცდილობდნენ, მის მიერ აგრესიის გამოვლენამდე, ამის შემდგომ, დაკავების პროცესში, რამდენად მოსწრებადი იყო მათი მხრიდან დაკავების ობიექტის მიერ მათთვის შეუძლოდ ყოფნის შეხაებ ინფორმაციის გადამოწმება, ამის დადგენა მხოლოდ გამოძიებას შეუძლია.
მე იმთავითვე პატრულის თანამშრომლებს არ დავადანაშაულებდი. აი, რაც შეეხება ამ ფაქტზე შსს პოზიციას, ის იყო ამაზრზენი და მარტივად, გულისხმობდა, რომ დაკავების ობიექტი იყო ცუდი კაცი, ამდენად, მისი სიკვდილი ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემა არ არის. ამდენად, უპირობოდ თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება შეიძლება, ესაა შს მინისტრი და მისი ადმინისტრაცია.”-წერს თარგამაძე.
ენმ-ის წევრი გორში დეპუტატის შვილის გარდაცვალების ფაქტსაც ეხმაურება, რაშიც ასევე პოლიციას სდებენ ბრალს:
“რაც შეეხება გორის ფაქტს, აქ პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა მოექცეს შს მინისტრი, რომლის სიტყვიერი ბრძანებითაც ძლიერი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა იზოლატორიდან გაათავისუფლეს და თავისივე ავტომობილით გაუშვეს ჩქაროსნულ გზატკეცილზე, ასევე, ამ ფორმით დაკავების ბრძანების გამცემი ხელმძღვანელი და ბრძანების განმახორციელებელი ყველა პატრულ-ინსპექტორი, ვინაიდან ამ ადამიანებმა ახალგაზრდას გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს. მოხარული ვიქნები, თუ ვისწავლით ემოციებს მიღმა სიმართლის ძიებას და ანგარიშსწორების სურვილით აღვსილნი არ დავემსგავსებით კრებით ქოცებს, მათ, ვინც ადამიანების სიკვდილი ხელისუფლებაში მოსვლისთვის და იქ გამაგრებისთვის გამოიყენა და იყენებს.”-წერს თარგამაძე.
იხილეთ:
ნუცუბიძეზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზზე ექსპერტიზა 45 დღეში დასკვანს დადებს
ბექა ხახუბიას საქმე: პოლიციის თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ