ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქუცნაშვილი აპირებს, რომ საკრებულოს წევრების დახმარებით, იმპიჩმენტით გადამაყენოს”

თიანეთის თემის მერის არჩევნებში გამარჯვებული თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ თიანეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და “ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რაიონის საკრებულოს ახლად არჩეულ წევრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ მას იმპიჩმენტი გამოუცხადონ და  მერობიდან ასე გადააყენონ. მისი განცხადებით, ქუცნაშვილი ამისთვის ბინძურ ხერხებს იყენებს, ზოგ საკრებულოს წევრის დაშანტაჟებასაც კი არ ერიდება. მეჭიაურის თქმით, უნდობლობის გამოცხადების ვადა საკრებულოს 6 თვის მანძილზე არა აქვს.

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის ახლად არჩეული საკარებულოს წევრებთან მოლაპარაკებებს აწარმერმოებს ნაწილთან და ზოგს აშანტაჟებს იმისთის რომ ახალმა საკრებულომ იმპიჩმენტი გამომიცხადონ. იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საკრებულოს 2/3-ია საჭირო. ხოლო  უნოდობლოს გამოცხადების უფლება საკრებილოს 6 თვის მანძილზე არ აქვს. მისივე თმით, ქუცნაშვილი ყველანაირად ცდილობს მისთვის ხელის შეშლას”,-აცხადებს მეჭიაური.

ცნობისთვის,  რამდენიმე დღის წინ ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, რომ 2012 წლამდე თამაზ მეჭიაური “უმუშევარი, სახლში გალოთებული იჯდა, დღე და ღამე სვამდა, მეტს არაფერს აკეთებდა და მან შანსი მისცა”.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის სასამართლომ 25 ოქტომბერს გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

ლელა ქიტესაშვილს სააპელაციოში სწორედ ეს გადაწყვეტილება ქონდა გასაჩივრებული. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

იტვირთბა....