ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქუცნაშვილმა შესაძლოა ცხვირი წაიმტვრიოს”: საგანელიძე Vs ქუცნაშვილი

„იმედის“ პირდაპირ ეთერში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ახლადარჩეული მერის თამაზ მეჭიაურის „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში დაპირისპირებას გამოეხმაურა.

საგანელიძემ ქუცნაშვილი გუნდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების და ქმედებების გამო გააკრიტიკა.

“მას მეტი თავშეკავება და გუნდური თამაშის პრინციპების გათვალისწინება მართებს, თორემ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტრვიოს, – განაცხადა საგანელიძემ

ზაქარია ქუცნაშვილი გუნდის წევრების კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მან თავისი გულწრფელი საუბრით ბიძინა ივანიშვილი დაიცვა, რადგან მეჭიაური წლების მანძილზე ატყუებდა ხალხს, რომ გუნდში ბიძინა ივანიშვილმა მიიყვანა და პარლამენტშიც მან მოახვედრა.

შეგახსენებთ, თიანეთში თვითმმართველობის არჩევნებში, თამაზ მეჭიაურმა, რომელიც მერად იყრიდა კენჭს, ქუცნაშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. მეჭიაურის კონკურენტი არჩევნებში “ოცნების” კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი იყო.

იტვირთბა....