ახალი ამბები მთავარი სამართალი

თალაკვაძე: პარლამენტში შს მინისტრის მისვლის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ დგას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს:

“ამასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს პროკურატურამ, პარლამენტის თავმჯდომარემ. გამოძიება დაწყებულია და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენ მუდმივად გვაქვს ურთიერთობა შს სამინისტროსთან და მინისტრთან რეფორმებთან დაკავშირებით. წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა შედგა. პარლამენტი მთავრობასთან ურთიერთობს და ეს არის ნორმალური სამუშაო რეჟიმი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გიორგი მღებრიშვილის მისვლას ნუცუბიძეზე გასულ კვირას მომხდარი ფაქტის გამო ოპოზიცია მოითხოვს.

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს. პოლიციის მიერ დაკავებისას ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. პროკურატურა გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აწარმოებს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....