ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროპაში შტორმს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ევროპაში შტორმს სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ინფორმაციას ამის შესახებ theguardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შტორმი სახელწოდებით “ჰერვარტი” გერმანიას, პოლონეთსა და ჩეხეთს დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. წაქცეული ხეების გამო, შეზღუდული იყო საავტომობილო მიმოსვლა.

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობაც გამოიწვია. უამინდობის გამო, გადაიდო ავიარეისები, ნაწილობრივ მუშაობა შეაჩერა რკინიგზამაც. ბერლინში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

იტვირთბა....