ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.
ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ესპანეთის ხელისუფლებას მიმართავენ, რომ კანონის უზენაესობისა და ესპანეთის კონსტიტუციის დაცვით იმოქმედოს.
პოლიციის ცნობით, ქალაქის ცენტრში 400 000-მდე ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეებს ხელში ესპანეთის დროშები უჭირავთ, ასევე გაშლილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერით – „კატალონია ესპანეთია“.
ფოტო: პირველი რადიო