ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ცირკი იყიდება

თბილისის ცირკი უკვე რამდენიმე კვირაა იყიდება.

ბროკერების ცნობით, თბილისის ცირკის შენობის საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია.

ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს“.

როგორც კომპანია Colliers International Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატული მეტრია. ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, რომლის საერთო ფართი კი 4,750 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ. მეტრი ფართის ადმინისტრაციული ერთეულისგან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცირკის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

“ბიზნესპრესნიუსის” ინფორმაციით, აქტივზე არსებობს ბიზნესგეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სს „ცირკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის და, ნანა პატარკაციშვილია.

იტვირთბა....