გუშინ, ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად ექსკურსიიდან, უკან, ბათუმში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მიკროავტობუსში მსხდომ ბავშვებს თამაშის დროს კარი შემთხვევით გაეღოთ და მოძრავი ტრანსპორტიდან გადმოცვივდნენ.
დაშავდა ექვსი მოსწავლე. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა.
ექიმ ხათუნა კაკაბაძის განცხადებით, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. ხუთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამდრომდე აკვირდებიან, ხოლო ერთ მოსწავლეს გუშინვე ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.
შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.