როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ქარტიის საბჭომ ნატა ძველიშვილი მეორე ვადით აირჩია.
მან საბჭოს წევრთა 7 ხმა მიიღო, მეორე კონკურსანტმა, ირმა ზოიძემ კი მხოლოდ 1. ორივე მათგანთან გასაუბრება 27 ოქტომბერს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ნატა ძველიშვილი ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე პირველად 2015 წელს დაინიშნა. ქარტიის წესდების თანხმად, აღმასრულებელ დირექტორს 1 წლის ვადით ირჩევენ.
უფლებამოსილების გახანგრძლივება საბჭოს ავტომატურად მხოლოდ ერთხელ შეუძლია. ამის შემდეგ კი ვალდებულია ამ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადოს.