ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“დემოკრატიულ მოძრაობას” სარჩელი არ დაუკმაყოფილდა

საქალაქო სასამართლომ საარჩევნო ბლოკი “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა- თავისუფალი საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელეები მთაწმინდის პირველ ოლქში, 4 უბნის კენჭისყრის შედეგების ხელახალ გადათვლას მოითხოვდნენ.

ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, მათ ამ ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე 15 ხმა მიიღეს, თუმცა, ოფიციალურად არცერთი ხმა არ დაუფიქსირდათ.

კახა კუკავამ ხმების გადათვლა ქვეყნის მასშტაბით მოითხოვა. კუკავას მტკიცებით, ბიულეტენები ხელოვნურადაც გააფუჭეს, რათა გაბათილებულიყო და არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა შემცირებულიყო.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

იტვირთბა....