მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ახალ მოთხოვნებს უყენებს, რომლებსაც 29 ოქტომბრის აქციაზე წაიკითხავს.
აქცია კიევში, უკრაინის რადასთან, კარვების ქალაქში გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის 7 ნოემბრის სხდომას დაელოდებიან და შემდეგ, დაუყოვნებლივ, მოთხოვნების შესრულებებისკენ მოუწოდებენ მთავრობას.
„ჩვენ ხშირად გვსაყვედურობენ, რომ მოთხოვნები ძალიან რთულია, მათი სია კი მოკლე. ყველას, ვინც 29 ოქტომბერს რადასთან მოვა, შეუძლია კენჭი უყაროს მოთხოვნების გაფართოებას,“ – დაწერა სააკაშვილმა Facebook-ზე.

