ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ქვეყანაში სასამართლო სისტემა სრულფასოვნად ფუნქციონირებს

არჩილ თალაკვაძე საარჩევნო პროცესის შემდგომ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სასამრთლო სრულფასოვნად ფუნქციონირებს.

მისივე აზრით, არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

“არჩევნების შედეგები აღიარეს ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და რომელთაც გარკვეული შედეგები აჩვენეს. ამ არჩევნებმა ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა ფუნქციონირებს სრულფასოვნად, მხარეებს შეუძლიათ საკუთარი ინტერესები დაიცვან სასამართლოში და იბრძოლონ საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად. თუმცა საერთო ჯამში, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....