ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირი და აშშ კატალონიას კვლავ ესპანეთის შემადგენლობაში განიხილავს

კატალონიის დამოუკიდებლობას აშშ და ევროკავშირი არ სცნობს და რეგიონი კვლავ ესპანეთის შემადგენლობაში განიხილება.

„ევროკავშირისთვის არაფერი იცვლება. ესპანეთი ჩვენს ერთადერთ პარტნიორად რჩება“. – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

ხოლო, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ „არავინ აღიარებს კატალონიის დამოუკიდებლობას“.

განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

„აშშ-ს დიდი მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს ნატო-ს ფარგლებში ჩვენს მოკავშირესთან, ესპანეთთან. კატალონია ესპანეთის განუყოფელი ნაწილია და აშშ მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ გადადგმულ საკონსტიტუციო ზომებს, რათა ესპანეთი ძლიერი და ერთიანი დარჩეს,“ – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის პარლამენტმა კენჭი უყარა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას. დამოუკიდებლობას კატალონიის პარლამენტის 70 წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 წევრი წინააღმდეგ წავიდა.

ამასთან დაკავშირებით, გუშინვე, ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი ამოქმედდა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერებას გულისხმობს.

იტვირთბა....