ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კიდევ ერთი ქართული ფილმის წარმატება: “ანდრო” თეირანის ფესტივალის გამარჯვებულია

თეირანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე თორნიკე გოგრიჭიანის ფილმმა „ანდრომ“ გაიმარჯვა. ფილმმა ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის მიიღო.

თორნიკე გოგრიჭიანის სადებიუტო ნამუშევარი რეჟისურაში ეროვნული კინოცენტრის 2015 წლის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია. ფილმმა გასულ წელს მოიპოვა „წინანდლის პრემია“.

შეგახსენებთ, რომ თეირანის საერთაშორისო ფესტივალის 34-ე დაჯილდოვება 22 ოქტომბერს გაიმართა.

იტვირთბა....