კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი” ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდართან დაკავშირებით დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ტყიბულის შახტში დასაქმებულები ამბობენ, რომ ნახშირის კედელი ჩამოიშალა, რა დროსაც 50 წლამდე კაცი დაიღუპა. მათივე თქმით, უსაფრთხოების ნორმები ადგილზე დაცულია, მსგავსი შემთხვევები კი ხშირი არ არის.
გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფიც“.
“ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშაოების დროს (გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშაობის შესრულებისას), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე“, – ნათქვამია “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა.