ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთის სამეფოს მეფეს ფილიპე VI-სა და პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის წერილები გაუგზავნა, რომელშიც საქართველო და ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერაა აღნიშნული, ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით.

“მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა და თანადგომა ესპანეთის სამეფოს, ცენტრალური ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მიმართ. ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი კავშირები და საერთო ღირებულებები იმ წარმატებული ურთიერთობების მტკიცე საფუძველს, რომლებსაც საქართველო და ესპანეთის სამეფო დღეს ავითარებენ. სწორედ ამიტომ, მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სეპარატიზმის საფრთხე კარგად არის ნაცნობი საქართველოსათვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ჩემი ქვეყანა იბრძვის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპების დაცვა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა შესაძლებელს გახდის არსებული პრობლემების დარეგულირებას. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და ესპანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა”, – აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ესპანეთის სენატმა კი  კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა.

იტვირთბა....