ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ უბანზე ქვანახშირი ჩამოიშალა და მეშახტე მოიყოლა.
შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ისჯება.