ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლოს “ქართული ოცნება” პულტებთან მარტო იყო დარჩენილი”

დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კონკურსის „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულების დაჯილდოებისას კონსტიტუციაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა და კომისიის მუშაობა შეაფასა.

გიორგი მარგველაშვილმა განცხადებისას, კონსტიტუციის ხელმოწერის მიზეზებს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ უკანონობას ამგვარი კანონი სჯობს.

„პროცესის დაწყების პირველივე დღიდან მე რადიკალური ნაბიჯი გადავდგი, როდესაც არ შევედი საკონსტიტუციო კომისიაში. დღეს ალბათ, ის ხალხი, ვინ უპირობოდ შევიდა საკონსტიტუციო კომისიაში, კითხვის ნიშანს სვამს, რომ მომავალში კომისიები როდესაც შეიქმნება, ასე უპირობოდ უნდა შევიდნენ თუ არა. ვიყავი მარტო და ბევრი კრიტიკაც მივიღე, როდესაც არ შევედი კომისიაში.

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო კომისიამ დადო დოკუმენტი, რომელსაც ერთპარტიული ხელმოწერა ჰქონდა. ამის შემდეგ იყო გრძელი პროცესი ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო ექსპერტების იმედგაცრუების, შემდეგ იყო ვეტო და ამ ვეტოს წინ უძღოდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ – კონსენსუსი პარტიებს შორის. ვეტო იქნა დაძლეული და ჩემს წინაშე დადგა დილემა – რა მექნა, გამეგრძელებინა ეს პროცესი თუ მომეწერა კონსტიტუციისთვის ხელი. ეს იყო დილემა, რადგან ერთის მხრივ ლოგიკური იყო, რომ პოლიტიკური პროცესი გამეგრძელებინა და მიმეყვანა თავის საბოლოო დასასრულამდე, მაგრამ მეორეს მხრივ ვიცოდი თუ რა ნაღმებს ვდებდი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....