ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სამართლებრივი სახელმწიფო კატალონიაში კანონიერებას აღადგენს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი კატალონიის მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე კომენტარს “ტვიტერზე” აკეთებს.

„ყველა ესპანელს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. სამართლებრივი სახელმწიფო კატალონიაში კანონიერებას აღადგენს“- აღნიშნა რახოიმ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კატალონიის პარლამენტმა ფარულ კენჭისყრაზე აღნიშნულ დეკლარაციას 72 ხმით დაუჭირა მხარი, 10 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

იტვირთბა....