ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე რიყის ამფითეატრზე: ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე რიყის ტერიტორიაზე მდებარე ამფითეატრის შენობაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ნაგებობის იმ მდგომარეობაში არსებობა, რომელშიც ახლა არის, შეუძლებელია.

ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

თუმცა, კალაძემ აღნიშნა, რომ ამფითეატრთან დაკავშირებით ჯერჯერობით იდეა არ აქვს.

”ამ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგახსენებთ, თუ რას განვახორციელებთ. ჯერ იდეა არ გვაქვს. ახლა რა მდგომარეობაშიც არის, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მუსიკისა და დრამის თეატრი რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გიგი უგულავას მერობის დროს აშენდა.

იტვირთბა....