ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დღესაც გაუფასურდა. დღევანდელი კურსის მიხედვით, ერთი დოლარი 2.5496 ლარია.
28 ოქტომბრისთვის ლარი ისევ გაუფასურდება და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.5612 იქნება.
მცირედით გამყარდა ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში. ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 27 ოქტომბერს ერთი ევროს ფასი 3.0111 ლარია.
ხოლო, 28 ოქტომბერს ერთი ევროს ღირებულება 2.9766 ლარი იქნება.