დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო ამდროისთვის უფასო მედიკამენტების პროგრამაზე მონიტორინგს აწარმოებს. მინისტრის თქმით, წლის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იქნება უფასო მედიკამენტების რაოდენობა გაიზრდება, თუ იმ ბენეფიციარების რიცხვი, რომლებიც უფასო მედიკამენტებით ისარგებლებენ.
„უფასო მედიკამენტების პროგრამა, რომელიც წელს პირველ ივლისს დაიწყო, თავისი შინაარსით მნიშვნელოვანია, რადგან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ჰქონდა ძალიან მიუწვდომელი ბარიერი იმ მედიკამენტებისადმი, რომელიც ამბულატორიულად ხანგრძლივად უნდა მიეღოთ. პროგრამის ანალიზს მონიტორინგის ჩატარების შემდეგ გავაკეთებთ, ხოლო წლის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალი, თუ გაიზარდოს მოსარგებლეების რიცხვი“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან ე.წ. უფასო წამლების პროგრამა ამოქმედდა. დღეისთვის, სააფთიაქო ქსელში უკვე 23 დასახელების უფასო მედიკამენტია.