თბილისის ახლად არჩეული მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ის , არც დავით ნარმანიას და არც მის კადრებს არ ებრძვის, – ამის შესახებ კალაძემ მერიაში მოსალოდნელ შესაძლო ტესტირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ირგვლივ პროფესიონალი და კომპეტენტური კადრები ჰყავდეს.
„აბსოლუტურად ღიად წარიმართება პროცესები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ირგვლივ მყავდეს პროფესიონალი, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანები. დღეს მერიაშიც არსებობს საკამოდ ძლიერი კადრები და შესაბამსიად ყველას მივცემ შესაძლებლობას, რომ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინოს. ამ ადამიანების კომპეტენტურობას და პროფესიონალიზმს კი თბილის და თბილისელებს მოვახმარებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მერიაში საინტერესო ცვლილებები იგეგმება, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით ისაუბრებს. როგორც კალაძე ამბობს, მისი მოადგილეების ვინაობა და მოსალოდნელი რეფორმების შესახებ ინფორმაცია 12 ნოემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.