ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

GPB სერიალის გადაღებისთვის ხაინდრავას კომპანიას ნახევარ მილიონ ლარამდე გადაუხდის

საზოგადოებრივი მაუწყებლის ნახევარ მილიონამდე [484 000 ლარი] ლარის ღირებულების ტენდერი დეტექტიური ჟანრის სერიალის გადაღებაზე გიორგი ხაინდარავას კომპანიამ მოიგო. მაუწყებელი ამ თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2017-18 წლის სახსრებიდან გადაიხდის.

ტენდერის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. გამარჯვებული კომპანია შპს “ლე ხაინდრაო პროდაქშენია”, რომლის დირექტორი და მფლობელიც რეჟისორი გიორგი ხაინდარავაა. ხაინდრავამ ასევე გადაიღო მიხეილ სააკაშვილის შესახებ ფილმი “ჰეროკრატია” ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის, GDS-ის დაკვეთით.

მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 531 848 ლარი იყო. ხაინდარავას კომპანიამ 484 000 ლარი დააფიქსირა და მოიგო. ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიის“კავკასიის კინო სერვისის” შთავაზება 531`848 ლარი იყო.

სრულად: “ნეტგაზეთი”

იტვირთბა....