ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დამატებით დაცვაზე სააკაშვილმა ახალი განაცხადი შეიტანა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხიელ სააკაშვილმა, მისთვის დამატებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადი უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში  ხელმეორედ შეიტანა. სააკაშვილის ადვოკატის, მარკიან გალაბალას ინფორმაციით, საემიგრაციო სამსახურში სააკაშვილი თავად იმყოფებოდა და მოთხოვნა საკუთარი ხელით ჩააბარა.  სტატუსის მიღების მიზანი კი ის არის, რომ უკრაინიდან არ მოხდეს მისი ექსტრადირება საქრთველოში. ადვოკატის თქმით, ამის  რეალური საფრთხე არსებობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საემიგრაციო სამსახურს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა, თუმცა მან მოთხოვნაზე უარი მიიღო.

მარკიან გალაბალას თქმით, საუბარია კონკრეტული პირისთვის იმ სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც დამატებით დაცვას საჭიროებს, ეს კი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასაც გულისხმობს.

სწორედ ეს მოთხოვნა დაასახელა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების ხელისშემშლელ ფაქტორად. უკრაინის იუსტიციის მინისტრის თქმით, კი მისი უწყება სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ შესაბამისი შემოწმების შემდეგ მიიღებს, რასაც კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.

იტვირთბა....