ახალი ამბები მთავარი სამართალი

“რა ინფორმაციაც მაქვს, საპატრულო პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა”

ნუცუბიძეზე, დაკავებისას 33 წლის ახალგაზრდას დაღუპვის ფაქტს, დედაქალაქის არჩეული მერი  კახი კალაძე ეხმაურება. მისი თქმით, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, თუმცა გამოძიებამდე წინასწარი განცხადებების გაკეთება ვინმეს ბრალეულობის შესახებ არასწორია. კალაძის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პოლიცია გარდაცვლილის დაკავებისას კანონის სრული დაცვით მოქმედებდა.

“ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რაც მოხდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს ეს უბედური შემთხვევა. მართლა ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, თუმცა მე რა ინფორმაციაც მაქვს, საპატრულო პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ამიტომ გამოძიების დასრულებამდე ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ,  ნუცუბიძის მე-4 პლატოზე ინციდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი იგინებოდა და ორმა პოლიციელმა მისი დაკავება სცადა. მანამდე კონფლიქტი მოხდა მასსა და მის მეზობელს შორის და როგორც ჩანს, დაღუპული მეზობელზე იყო გაღიზიანებული. დაკავებისას, ხელის გადაგრეხვის დროს, მოქალაქე უცებ წაიქცა და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.

მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შესაძლო ფაქტს გულისხმობს.

იტვირთბა....